Sunday, October 16, 2016

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

მასწავლებლის სწრაფვა პროფესიული ზრდისაკენ აისახება სწავლების შედეგზეც;მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვა ;თექნოლოგიების სწორად შერჩევა და გამოყენება მასწავლებლის მხრიდა დიდმნიშვნელოვანი საქმეა;

Monday, September 26, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა,იმის გააზრებაში, რომ შეფასება უნდა იყოს ინტეგრირებული, მოსწავლეზე ორიენტირებული;განსაზღვრავდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს;აუცილებელია გამოყენებულ იქნეს შეფასების ფორმები შესრულების ხარისხის დასადგენად.ასევე დავრწმუნდი იმაში, რომ აუცილებელია კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;

Monday, September 19, 2016

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რაოდენ მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა პროექტების შექმნის დროს. ყველა წესის გათვალისწინებით, თუ როგორ მოვახერხოთ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტრესურსები, ვებსაიტები, და ა.შ.

Saturday, September 17, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს.დავსახეთ მიზნები და გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები. საკვანძო კითხვები. ვიმუშავეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება.

Monday, September 12, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

>ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგე გმვის პროცესში.მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს. ეს ყოველივე მოსწავლეებს განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში. ასევე,შევქმენით პორტფოლიო და საქაღალდეები მასალების შესანახად.